ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კვარაცხელიას დუბლი და ასისტი „სასუოლოსთან“ - „ნაპოლიმ“ ერთ-ერთი აუტსაიდერი დაამარცხა

ნახვები: 594 კვარაცხელიას დუბლი და ასისტი „სასუოლოსთან“ - „ნაპოლიმ“ ერთ-ერთი აუტსაიდერი დაამარცხა

ფრანჩესკო კალცონამ „სასუოლოს“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია ისევ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და არც შემცდარა – ქართველი ერთ-ერთი გმირი იყო ნეაპოლელთა რიგებში, რომლებმაც გასვლით შეხვედრაში მეტოქე 6:1 დაამარცხეს.

სერია A-ს 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში (სუპერთასის გამო) საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „სასუოლოს“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, მოედანზე კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სასარგებლო იყო.

პირველი საგოლე მომენტი სწორედ კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მცველი გადაეფარა და „სასუოლო“ ხიფათს აარიდა. „ნაპოლი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა მე-17 წუთზე უროს რაკიჩის ეფექტური შორეული დარტყმით გახსნეს.

შესვენებამდე „ნაპოლიმ“ თამაში შემოატრიალა. 29-ე წუთზე ნეაპოლელების სწრაფი ფლანგური შეტევა ამირ რაჰმანიმ დააგვირგვინა, ორ წუთში „სასუოლოს“ კარი ვიქტორ ოსიმენმა აიღო, რომელმაც 41-ე წუთზე დუბლი შეასრულა – ნიგერიელმა თავდამსხმელმა ორივეჯერ თავი მატეო პოლიტანოს გადაცემით გამოიჩინა.

36-ე წუთზე კვარაცხელიამ კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა და გატანა მოედნის ცენტრიდან სცადა, თუმცა მიზანს ძალიან მცირედით ააცილა. შესვენებამდე კი კართან დარჩენილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ მასპინძლები გადაარჩინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა