ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანალენა ბერბოკი - სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიონ

ნახვები: 590 ანალენა ბერბოკი - სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიონ. ამის შესახებ ბერბოკმა ბერლინში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ 30-წლიანი მტკივნეული კონფლიქტის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადეს, რომ მზად არიან მშვიდობისთვის, რათა მოაგვარონ გადაუწყვეტელი საკითხები მშვიდობიანი გზით და ძალის გამოყენების გარეშე, რაც აუცილებელია. პირდაპირი დიალოგი, როგორც დღეს, ისევე ხვალ, არის საუკეთესო გზა გრძელვადიანი პროგრესისთვის“, – განცხადა ბერბოკმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები გამართა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა