ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თორნიკე რიჟვაძე ვიცე-პრემიერად მის შესაძლო დანიშვნაზე - ჭორია, ჭორი!

ნახვები: 592 თორნიკე რიჟვაძე ვიცე-პრემიერად მის შესაძლო დანიშვნაზე - ჭორია, ჭორი!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, არ ფლობს არანაირ ინფორმაციას იმის თაობაზე დატოვებს თუ არა ის თანამდებობას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - შესაძლოა, თუ არა რომ მას აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინონ.

„ამ ეტაპისთვის, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მე პირადად და რა თქმა უნდა, როგორც წეღან ვთქვი, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის მთავარია ამოცანაა, რაც გვევალება ის საქმე ჩვენი ქვეყნის წინაშე, მათ შორის ჩვენი რეგიონის წინაშე პირნათლად და ჯეროვნად გავაკეთოთ. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ არჩევნებში ჩვენ შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, კითხვაზე, გადაინაცვლებს, თუ არა ვიცე-პრემიერის პოსტზე, უპასუხა, რომ ეს არის ჭორი.

„ეს ჭორია და რა თქმა უნდა, ამ ჭორებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... ჭორია, ჭორი! მე ჩემ თავს მივიჩნევ იქ, სადაც ახლა მიწევს საქმის კეთება. მე მივიჩნევ, რომ თქვენთან ერთად 26 ოქტომბერს საღამოს საათებში, კიდევ ერთხელ, ვიზეიმებთ დამაჯერებელი გამარჯვებით“განაცხადა ჟურნალისტებთან რიჟვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა