ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას - ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია პრეზიდენტისთვის, რომ გაათავისუფლოს

ნახვები: 603 ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას - ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია პრეზიდენტისთვის, რომ გაათავისუფლოს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.

ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

„დღეს ზუგდიდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული მხარდამჭერი. ის, რომ დღეს აქ, მისი გათავისუფლების მოთხოვნით რიგი დგას, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზუგდიდი და სამეგრელო ყველაზე მეტად გულშემატკივრობს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ამიტომ, ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია ასევე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა