ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გერმანიის თავდაცვის მინისტრი- რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს

ნახვები: 602 გერმანიის თავდაცვის მინისტრი- რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს

გერმანია სამხედროების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ რუსეთს საინფორმაციო ომში ადანაშაულებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს ინფორმაციულ ომს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში განხეთქილებას.

„ეს ინციდენტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საუბრის მოსმენა. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის ხრიკებს. ეს არის ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩვენი ერთიანობის შელახვა“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ჩანაწერი მიუთითებს, როგორ ემზადება ბერლინი მოსკოვთან საბრძოლველად.

რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა 38-წუთიანი ჩანაწერი, რომელშიც გერმანელი ოფიცრები განიხილავდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და კიევის მიერ ყირიმის ხიდზე პოტენციურ დარტყმას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა