ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მიხეილ დაუშვილი - „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ადეიშვილი ასე თავისუფლად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში

ნახვები: 598 მიხეილ დაუშვილი - „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ადეიშვილი ასე თავისუფლად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში

ფაქტი, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, სრულად "ოცნების" პასუხისმგებლობაა - "ოცნებამ" ჩვენი მოქალაქეების წინაშე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და როგორც მინიმუმ, განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ ხდება, რომ ეს ადამიანი ასე მარტივად, ასე თავისუფლებად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს რატომ არ მოითხოვეს ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირება, დაუშვილი პასუხობს, რომ "მაშინაც პრობლემა იყო, რომ არ ხდებოდა გადმოცემა, მაგრამ მაშინ ადეიშვილი ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა".

როგორც დაუშვილი განმარტავს, გახარია პრემიერობის დროს ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო და ისე მოხდა, რომ მის დროს ადეიშვილის ექსტრადირება ვერ მოესწრო.

"რატომ ფიქრობთ, რომ ვინმე არ ითხოვდა მის ექსტრადირებას საქართველოში? გიორგი გახარიას დროსაც პრობლემა იყო, რომ არ ხდებოდა გადმოცემა, მაგრამ მაშინ ადეიშვილი ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა. რისი გაკეთებაც შეეძლო, აკეთებდა [გახარია]. რატომ არ გადმოეცა? სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენს დროს ვერ მოვასწარით," - განაცხადა დაუშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ განაცხადა, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი და გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა აეკრძალათ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ გერტ იან კოპმანი, გასულ სამშაბათს, უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. მათივე განცხადებით, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა