მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

ქართული კოლექტიური თვითმკვლელობის ანატომია - ნუ ეპოტინებით გვამს, დროა ის დამარხოთ

04.01.2022 ნახვები: 4281

ძალიან საყურადღებო მოვლენები ხდება დღეს სვანეთში..

ეს რეგიონი შეგვიძლია ტრადიციული, მამა-პაპური საქართველოს სიმბოლოდ ჩაითვალოს - თავად სვანებიც ძალიან ამაყობენ იმით, რომ ცივილიზაციამ და საუკუნეებმა მათ ცნობიერებაში ბევრი ვერაფერი შეცვალა.
თუმცა, იმაში, რასაც ჩვენ დღეს მესტიაში ვხედავთ, საამაყო არაფერია. შეგიძლიათ გახსნათ ასობით სასტუმრო, რესტორანი, ააშენოთ აეროპორტი, გაიყვანოთ გზები, აავსოთ იქაურობა უცხოელი, მეტწილად ევროპელი ტურისტებით, მაგრამ ქვის ხანა მაინც ქვის ხანად დარჩება.
სვანეთი დღეს ნათლად ადასტურებს, რომ ტრადიციულ მამა-პაპურ-საბჭოურ საქართველოს ვერაფერი უშველის და საბოლოო ჯამში საკითხი ასე დგას - ან საქართველო დაასამარებს ამ ძირმომპალ ცხოვრების წესს და მენტალიტეტს, ან ეს ცხოვრების წესი და მენტალიტეტი ბოლოს და ბოლოს დაასამარებს საქართველოს.
არავის ეგონოს, რომ ეს მხოლოდ სვანეთის პრობლემაა - ის ზუსტად ასევე, ოღონდ შესაძლოა ცოტა სხვა ფორმით, ვაკესაც ეხება, თავისი პათოსური ვითომ ქალაქელობით. უბრალოდ, სვანეთში ყველაფერი ე.წ. „ეროვნული" ძალიან გამძაფრებულია და ამიტომაც უფრო აშკარად ჩანს.
ამ დღეებში სვანეთი თვითმკვლელობის გზას დაადგა - მხარე, რომელიც გადარჩა და დღეს არსებობს პირველ რიგში ტურისტების ხარჯზე, ნელა-ნელა უცხოელებისთვის მიმზიდველობას კარგავს - მუდმივი ენერგოკრიზისის გამო.
უცხოელი ტურისტი არ ჩამოდის სვანეთში კომფორტისთვის - ის მზადაა იმისთვის, რომ მთებში ხეტიალი და სპარტანულ პირობებში ცხოვრება მოუწევს. მაგრამ ერთია ბუნებრივი სირთულეები, რომლებიც მოსალოდნელიცაა, სასურველიც და სულ სხვაა - ხელოვნური - მაგალითად, უშუქობა და უწყლობა. ამის მოთმენას არავინ აპირებს.
მთელმა საქართველომ იცის - სვანეთში ენერგოდეფიციტს ორი ფაქტორი იწვევს - მუქთა ელექტროენერგია და კრიპტოვალუტების მაინინგი.
პირველი - მთავრობის უპასუხისმგებლობისა და სისუსტის მაჩვენებელია. ამაზე დღეს არ ვილაპარაკოთ. აი მეორე კი - 100% სვანური საზოგადოების, მისი ჩამორჩენილობის და სიყრუის დამსახურებაა.
სვანებმა ენერგოკრიზისს უპასუხეს ისე, როგორც სჩვევიათ - პათოსით და რიტუალური კოცონის ირგვლივ ცეკვით. დაიფიცეს ხატზე.
სვანეთი - პატარა რეგიონია და დარწმუნებული ვარ - ყველამ ზუსტად იცის სად, ვინ, და რამდენს იპარავს. წადით, მიაკითხეთ სახლებში, ჩაუტარეთ ახსნა-განმარტებითი სამუშაო, გააგებინეთ, რომ ენერგოკრიზისის გამო არა ცალკეული ოჯახები, არამედ მთელი რეგიონი ჩაიძირება.
ამისთვის სულ არაა საჭირო ხმამაღალი შეძახილები და მკერდში ხელების ბრახუნი.
როგორც მოსალოდნელი იყო, კოლექტიურმა ფიცმა ვერ გაჭრა - ენერგომოხმარება სვანეთში არ შემცირებულა. შეგიძლიათ დაუსრულებლად ისაუბროთ „სვან ვაჟკაცებზე", თუმცა, მეზობელი ენერგიას იპარავს და მას ხვალ-ზეგ შემოსავლის გარეშე დატოვებს და „ვაჟკაცი" იმის ნაცვლად, რომ პასუხი მოსთხოვოს, კოცონის ირგვლივ რიტუალურ ცეკვას ასრულებს.
გამრუდებული, გაუკუღმართებული ტრადიციული საქართველო, სადაც ყველა მცნებას და სიტყვას შინაარსი დაკარგული აქვს - ფიცი - ცარიელი სიტყვაა, რწმენა - მოჩვენებითობა, პატრიოტიზმი ყალბი, ვაჟკაცობა - შარვლის ტარება..
თავიდანვე გასაგები იყო, რომ ე.წ. კოლექტიური დაფიცების კომიკური რიტუალი მოქმედებს ზუსტად იქამდე, სადაც იწყება კონკრეტულო ადამიანის ინტერესი. ასეა არა მხოლოდ სვანეთში, არამედ დანარჩენ საქართველოში - როდესაც სამღვდელოება მოსახლეობას უმცირესობის წინააღმდეგ აქეზებს - ეს მუშაობს, იმიტომ რომ ადვილია, ძალისხმევას არ საჭიროებს და ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ არ ვართ ის უმცირესობა და ეს სიძულვილი ხომ ჩვენ არ გვეხება?
მაგრამ საკმარისია პატრიარქმა, რომელსაც თითქოს და 99%-ანი რეიტინგი აქვს, განაცხადოს, რომ ახალგაზრდებმა დანები არ უნდა ატარონ, მშობლებმა შვილები უცხოეთში სასწავლებლად არ უნდა გააგზავნონ და ქალებმა ქმრებს ფეხები უნდა დაბანონ - ჩვენი საოცრად „მორწმუნე" საზოგადოება ასევე საოცრად ყრუ ხდება.
იმიტომ, რომ ამ პირობების შესრულება რთულია, ძალისხმევას და საკუთარი სურვილების მოთოკვას საჭიროებს. ეს კი მამა-პაპურებს არ უყვართ.
ზუსტად იგივეა სვანური კოლექტიური ფიცი - სანამ იმ რაიმე აბსტრაქტულს და ზოგადს ეხება - ძალიან კარგი, მაგრამ ფიცის გამო ფული დავკარგო - ეს სადაური წესია? აქაური ნამდვილად არაა..
ჩვენს თვალწინ სვანეთში ხდება იმის მიკრომოდელი, რაც ხდება მთელს საქართველოში - ერის გამოცხადებული თვითმკვლელობა. ტრადიციული საქართველო თავის სრულიად დამანგრეველ რაობას ვერ უმკლავდება - პატრიოტული შეძახილების და „ქართველობის შენარჩუნების" ლოზუნგის უკან აშკარად ჩანს კოლექტიური თვითგანადგურების კონტურები.
ტრადიციული საქართველო არ ვარგა არაფერში.
უმწეობა საქმეში - მამა-პაპურები, თავიანთი გაუმაძღრობით, სიბნელით, და სულსწრაფობით ადვილად დაანგრევენ ნებისმიერ, ყველაზე კარგად აწყობილ საქმეს.
ტრადიციული საქართველო შვილების აღზრდაში არ ვარგა - ზრდის უსაქმურ ყბედებს და კაპრიზებზე აყოლილ არამზადებს, რომლებსაც არაფრის გამო კაცის მოკვლა შეუძლიათ,
ტრადიციული ქართველი არც ომში ვარგა - ომს დისციპლინა, გამძლეობა და ნებისყოფა სჭირდება, ანუ თვისებები, რომლებიც მამა-პაპურებს საერთოდ არ გააჩნიათ.
ტრადიციულ მამა-პაპურებს არაფერი აქვთ ნამდვილი და ჭეშმარიტი - პატრიოტიზმი სადღეგრძელოა, სარწმუნოება - ცარიელი რიტუალი, ქალის პატივისცემა - ერთი კონა იები 8 მარტს, ვაჟკაცობა - „ჩაპადიეზდება" ან ზურგში დანის ჩარტყმა და გაქცევა.
ტრადიციული ქართველობა ნიშნავს ქვეყნის სრულ უპერსპექტივობას, მიგრაციის დაჩქარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების სამუდამოდ უცხოეთში წასვლას, ქვეყნის ნელა-ნელა დაცარიელებას და ბოლოს - მსოფლიო რუკიდან გაქრობს ნიშნავს.
ტრადიციული ქართული კულტურა და ცნობიერება - მკვდარია. ნუ ეპოტინებით გვამს - დროა ის დამარხოთ.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა