ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რუსეთის ხელისუფლებამ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობაზე შტურმი დაიწყო

ნახვები: 590 რუსეთის ხელისუფლებამ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობაზე შტურმი დაიწყო

რისეთის ხელისუფლებამ მოსკოვში  „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმი შტურმით შევიდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განკარგულებით, გაუქმებულია ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომელიც  უქმეებზე იყო დაგეგმილი.

მოსკოვში აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

„კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.

რუსული მედია 15-დან 40-მდე დაღუპულისა და 100-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა