ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - წულუკიანი

ნახვები: 628 მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - წულუკიანი

"მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს," - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც და "ოცნებისა" და ქალთა ორგანიზაციის წევრ ქალებს კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა.

"მინდა, ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ დღეს არ არსებობს ჩემთვის უფრო საპატიო მისია, ვიდრე თქვენთვის მადლობის თქმა. თქვენთვის, ვინც 2012 წლიდან და შემდგომ წლებში დადექით ამ პარტიის გვერდით და, შესაბამისად, იმ ღირებულებების აღსასრულებლად, რომლებსაც "ქართულმა ოცნებამ" და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარეს საფუძველი.

მადლობა ამისთვის. მადლობა ჩვენს ახალ წევრებს და განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროს გოგონებს და ქალებს, ვინც დღეს აქ არიან და ვინც შემოგვყურებს იმედით, იცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება რთულია, ამას ჩვენი ბებიებიც გვეუბნებოდნენ და ქალის ცხოვრება კიდევ უფრო რთულია, მაშინაც კი, როდესაც ხარ ბედნიერი. ამიტომ იცოდეთ, ვინც ჩვენზე უმცროსები ხართ, რომ ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და თუ რამე შეგვიძლია, თქვენ გვერდით გვიგულეთ.

ჩვენ, ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, უკვე მერამდენე წელია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს," - თქვა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა