ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა

ნახვები: 592 ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა

„ჩანს, რომ ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, ეჭვი აღარ ეპარება არავის, ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი, რომ ისინი მარცხდებიან. მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებენ 26 ოქტომბერს. ამიტომ ხავსს ეკიდებიან. ახლა მოიფიქრეს, მოდი, დამატებითი უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. არაფერი არ უშველით მათ, რამდენი უბანიც უნდა დაამატონ, ამას გაწყვეტს ხელისუფლება. მაგრამ, დიასპორის წარმომადგენელს თუ ვინმეს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუძლიათ. საელჩოებში შესაბამისი უბნებია გახსნილი და ყველას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ მათ მონაწილეობის მიღება?“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველ ხალხს, აღარ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას, „სად არის ბიძინა ივანიშვილი“, – ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „რატომ ინტერესდებით საერთოდ, თქვენ ნერვიულობთ ბატონ ბიძინაზე? თქვენი საკითხავი არ არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი. თქვენი საფიქრალი არ არის ეს საკითხი. ვიცი, რომ ნერვიულობთ ყველანი ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნების და ჩართულობის გამო. 26 ოქტომბერს მიიღებთ მორიგ დიდ დამარცხებას.თქვენ მათი წარმომადგენელი ხართ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა