დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

ანა წითლიძე - ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობა

03.04.2024 ნახვები: 576

სამწუხაროდ, ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა საქართველოს მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა ქალებისთვის გენდერული კვოტები კი არ არის და ეს კი არ არის შეურაცხმყოფელი, არამედ, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან წავიდა და მათი უმრავლესობა სწორედ ქალები არიან.

„12 წლის განმავლობაში ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის პარტია საუბრობდეს და ეძებდეს გადაჭრის გზებს ყველა იმ ეკონომიკურ პრობლემაზე, რომელიც აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს, გვთავაზობს გამოგონილ თემებს, გამოგონილ პრობლემებს და გამოგონილ „მტრის ხატს“. დღეს საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებთ ის საკითხები, რაზეც ჩხუბი და განხილვები იყო. საქართველოს მოქალაქეებს ივანიშვილის პარტიისგან აინტერესებთ კითხვებზე პასუხი და დღეს, თუ რამეზე უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში დებატი, უნდა იყოს იმაზე, რატომ ვერ ახერხებს ივანიშვილის პარტია, რომელმაც ამ ქვეყანას ტოტალური კორუფცია მოუტანა,იმას, რომ უფასო კვების პროგრამა სკოლებში ჯერ კიდევ ვერ დაიწყო. რატომ შიათ ოლიგარქი ივანიშვილის მმართველობის პირობებში ბავშვებს, რომელიც უფასო დენს, უფასო ფულს ჰპირდებოდა საქართველოს მოქალაქეებს? პრობლემა ქალებისთვის გენდერული კვოტები კი არ არის და ეს კი არ არის ქალებისთვის შეურაცხმყოფელი, პრობლემა ის არის, რომ 800 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე გაძვირებული ფასების, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან არის წასული და მათი უმრავლესობა არიან სწორედ ქალები. ამიტომ, დღეს უმრავლესობა იმაზე კი არ უნდა მსჯელობდეს, გენდერული კვოტები გააუქმოს თუ არ გააუქმოს, უნდა მსჯელობდეს იმაზე, როგორ უნდა გააუმჯობესოს, მათ შორის ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმისთვის, რომ ქალებს არ უწევდეთ შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. იმის გამო, რომ ტოტალური კორუფციაა და კორუფციით გამდიდრებულ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეები არ აინტერესებს, საქართველოში უმუშევრობა არის ისეთ ზღვარზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილს ამ ქვეყნის დატოვება უწევს“, - განაცხადა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა