მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ანა წითლიძე ლევან დავითაშვილს - როდის დაიწყება სკოლებში უფასო კვების პროგრამა?

ნახვები: 605 ანა წითლიძე ლევან დავითაშვილს - როდის დაიწყება სკოლებში უფასო კვების პროგრამა?

ბატონო მინისტრო, მე ვიქნები ჯიუტი და რამდენჯერაც მოხვალთ პარლამენტში იმდენჯერ მხოლოდ ორ საკითხზე დაგელაპარაკებით , - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავის გამოსვლაში სკოლებში ბავშვთა უფასო კვებასა და ქვეყნის დეცენტრალიზაციის საკითხებზე ისაუბრა.

„პირველი საკითხი სკოლებში ბავშვების უფასო კვებას ეხება. თქვენ ეკონომიკის მინისტრი ხართ და მათ შორის, პასუხისმგებელი ხართ, რომ ამ ქვეყანაში ბავშვებს არ შიოდეთ. ყოველ მეხუთე და მეექვსე ბავშვს საჯარო სკოლებში არ აქვს შესაძლებლობა იმის, რომ ჰქონდეს სასურველი წიგნი ან სახატავი რვეული. ვიდრე ჯერ კიდევ პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს სკოლებში შიათ, თქვენ, ეკონომიკის მინისტრს პასუხისმგებლობა გეკისრებათ იმაზე, რომ გვიპასუხოთ - როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში და რატომ არასოდეს არ გახდა ბავშვები ამ ხელისუფლების პრიორიტეტი?", - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ ვერ მოძებნა 680 ლარი, რათა თითოეული ბავშვის უფასო კვება დააფინანსოს სკოლებში და არანაირი არგუმენტი არ მიიღება თუ რატომ არ ახორციელებს სახელმწიფო მოსწავლეების უფასო კვების პროგრამას.

„მეორე, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც მინდა ვისაუბრო და ვთვლი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს არის დეცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაციის განხორციელებაზე მათ შორის, პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროა. ზოგადად რა რეგიონული მოწყობა გვაქვს დღეს ქვეყანაში? ამაზე უმრავლესობის წევრებს გიმსჯელიათ? როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის რეგიონული განვითარება, რა სახის გუბერნატორები და სახელმწიფო რწმუნებულები გვყავს ახლა და საერთოდ რაში გვჭირდება ეს ხალხი? გიფიქრიათ როგორი უნდა იყოს დეცენტრალიზაციის რეფორმა?", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა