ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რატი იონათამიშვილი - დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია

ნახვები: 596 რატი იონათამიშვილი - დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია

რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის მიერ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის კომენტირებისას.

მისი თქმით, დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალობას.

„რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია. დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალობას. არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, 2024-ის არჩევნები თუ მათთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა