მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირი, ნატო, აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი იცავს „ოცნების“ ამ ნაბიჯს

ნახვები: 606 მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირი, ნატო, აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი იცავს „ოცნების“ ამ ნაბიჯს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

„ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა