ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მამუკა მდინარაძე - რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, თავი დაანებონ

ნახვები: 599 მამუკა მდინარაძე - რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, თავი დაანებონ

პირობებზე საუბარს და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის, თავი დაანებონ - კანონს არ დავუბრუნდებოდით, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პირობისა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა გაუარესდა.

„პირადად მე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს გვამუნათებენ - დიახ, ჩვენი პირობა იყო, რომ კანონი არ დაგვებრუნებინა, მათი პირობა, ნათქვამი იყო ფინანსების გამჭვირვალობა. სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ უფრო რომ გაუარესდა, ეს არის გამჭვირვალობა? მათი პირობა სად არის? დაიდოს ეს პირობა, რომ ფინანსები გამჭვირვალე იყოს. ფინანსები უფრო გაუმჭვირვალე გახდა. ათასობით მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ. მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, ეს პირობა არ სრულდება, უარესდება. პირობებზე საუბარს და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის, თავი დაანებონ. სად არის და აქ არის - დიახ, ჩვენ არ დავუბრუნდებოდით კანონს, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს და ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება მოატყუეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა