ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ალექსანდრე კრევო-ასათიანი - „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება

ნახვები: 592 ალექსანდრე კრევო-ასათიანი - „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება

„ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარების, მათ მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, რუსული კანონი კი ზუსტად ამის სიმბოლოა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

„ყველაზე სამწუხარო, რუსული კანონის რეინიცირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ის, რომ ქვეყანას უწევს პოლარიზებულ სიტუაციაზე საუბარი, როდესაც სხვა უამრავი პრობლემა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ უამრავი, სხვადასხვა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გვაქვს ინფლაცია, უმუშევრობა. იმის ნაცვლად, რომ ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რათა დავძლიოთ ეს კრიზისი, გვიწევს უამრავ სულელურ კანონზე კამათი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარების, მათ მხოლოდ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, ეს კანონი კი არის ზუსტად ამის სიმბოლო“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა