ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს პრობლემები ექნებათ - ხაბეიშვილი

ნახვები: 600 საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს პრობლემები ექნებათ - ხაბეიშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ასეთი მკაფიო განცხადება მკაფიოდ აჩვენებს, რომ დიახ, პრობლემები ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის განმარტებით, ქართველი ხალხი ხელისუფლებას აუცილებლად შეცვლის.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ქართველი ხალხისთვის გამოსავალი იმიტომ, რომ ისინი აზიანებენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და მათი დასანქცირება ვერ იქნება საკომპენსაციო ქართველი ხალხისთვის. კომპენსაცია იქნება, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება და ამას ქართველი ხალხი წელს აუცილებლად გააკეთებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი არის რუსული და ამის თაობაზე საუბრობს საქართველოს დასავლელი პარტნიორების 100%.

„ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს არის შემაფერხებელი საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ამიტომ, ეს არის ცალსახად რუსული კანონი და ეს კარგად ესმით, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, „თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს“. მისი განმარტებით, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ კანონპროექტია და არა ამოქმედებული კანონი. „ამიტომ, რაც შეეხება პოტენციურ შედეგებს ან რაიმე პოტენციურ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება გადავდგათ, ნამდვილად არ მსურს მათი წინასწარ განხილვა“, - დასძინა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა