ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში “ქართული თხილის საწარმო” თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით აშენდა

ნახვები: 626 ზუგდიდში “ქართული თხილის საწარმო” თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით აშენდა

საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში  მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილი იწარმოება.  ხილის ბაღთან, ციტრუსოვან კულტურებთან და ვენახთან შედარებით 1 ჰექტარი თხილის ბაღის გაშენებას და შემდეგ მის მოვლას ბევრად ნაკლები დანახარჯები სჭირდება, რაც ფერმერისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

საქართველოს რეგიონებს შორის სამეგრელოში თხილის კულტურა ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში არა ერთი თხილის გადამამუშავებელი  საწარმოც აშენდა. სამი წლის წინ, ზუგდიდში, სოფელ კახათში თხილის გადამამუშავებელი საწარმო თიბისი ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერით გახსნა ირაკლი ლუკავამ და ახლა ყოველდღიურად 3 ტონამდე თხილს გადაამუშავებს. 

„ქართულ თხილის საწარმოში“  მუდმივად დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. თხილის აქტიური სეზონი აგვისტოში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება, თუმცა საწარმო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და წელიწადში 200 ტონამდე თხილის გულს გადაამუშავებს.

„ჩვენ გადამუშავებული პროდუქცია 100%-ით გაგვაქვს ექსპორტზე, ძირითადად ევროპის ქვეყნებში. მაქსიმალურად ვცდილობთ მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ და ქართულმა თხილმა თავისი ნიშა დაიმკვიდროს ევროპის ქვეყნებში. ზოგადად თხილის ექსპორტზე გატანა რთული პროცესი არაა, რადგან შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დაცვით თხილი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი. თუმცა, გარკვეული სირთულეები ექსპორტთან დაკავშირებით მაინც რჩება,“ - ირაკლი ლუკავა, „ქართული თხილის საწარმოს“ დამფუძნებელი.

ირაკლი ლუკავამ მეგობართან ერთად რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოცვის პლანტაციებიც გააშენა. კენკროვანი მცენარე 3 ჰა ფართობზეა გაშენებული, მხარდაჭერა თიბისი ბიზნესთან ერთად შეღავათიანი აგრო-კრედიტიდანაც მიიღო. წლევანდელ სეზონზე მოსავალს ელოდებიან, თუმცა არა იმდენს, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლონ. წელს კოლხიდაში მოწეული მოცვი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. სამომავლოდ კი როდესაც პლანტაციები სრულ მსხმოიარებაში შევა, ქართული მოცვიც ევროპისკენ აიღებს გეზს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა