ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პაატა მანჯგალაძე - გერმანიის კანცლერმა პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული - „ქართული ოცნება“ უფრო ახლოს არის „გუთენ ტრაკენის“ სტანდარტთან

ნახვები: 597 პაატა მანჯგალაძე - გერმანიის კანცლერმა პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული - „ქართული ოცნება“ უფრო ახლოს არის „გუთენ ტრაკენის“ სტანდარტთან

გერმანიის კანცლერმა ე.წ. აგენტების კანონი ახსენა და პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული - როგორც აღმოჩნდა, როგორც „ქართულ ოცნებას” ახასიათებს, ის უფრო ახლოს არის "გუთენ ტრაკენის" სტანდარტთან, ვიდრე ევროპასთან, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ გერმანიაში ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცის მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” გაკეთებული განცხადება.

მანჯგალაძე მმართველ პარტიას ურჩევს, აღნიშნული კანონპროექტი არ მიიღოს.

„ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი პარტნიორის, გერმანიის კანცლერის, რომელმაც დაადასტურა, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, არის ძალაში და მთავარია, ცხრა პირობა შევასრულოთ, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. მეორე მნიშვნელოვანი განცხადება იყო „რუსულ კანონთან” დაკავშირებით. ე.წ. აგენტების კანონი ახსენა კანცლერმა და პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული. როგორც აღმოჩნდა, როგორც „ქართულ ოცნებას” ახასიათებს, ის უფრო ახლის არის "გუთენ ტრაკენის" სტანდარტთან, ვიდრე ევროპასთან. ამიტომ „ქართულ ოცნებას” ვურჩევ, ეს კანონი არ მიიღოს”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს”.

მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“.

შოლცის განცხადებითვე, “ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა