ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პრეზიდენტის განცხადებით, ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

ნახვები: 592 პრეზიდენტის განცხადებით, ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილება დღეს, დილის 10 საათზე თავად მიიღო და არანაირ მოწოდებას არ დალოდებია.

„მე გეტყვით რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება ამ დილით, 10 საათზე მივიღე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არასწორია, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, პროცედურები წინ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მე საკუთარ თავთან ერთად, ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მივიღე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა