ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სალომე ზურაბიშვილი - უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება

ნახვები: 602 სალომე ზურაბიშვილი - უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება

უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ის დებს ერთი ძალიან სერიოზულ პირობას საზოგადოების წინაშე, „რომ ქოლგას, რომელიც მას უჭირავს, ხელს არ გაუშვებს იმისთვის, რომ შეიყვანოს ამ მოლაპარაკებების გზით იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია გაწევრიანება“.

„მე არ მჯერა გაერთიანებების, იმიტომ რომ გავლილი მაქვს. დღეს ასეთი გაერთიანება ვერ იქნება, რადგან არ არის შეთანხმება სხვადასხვა საკითხზე, გარდა ერთისა - ევროპის გზაზე. ჩვენ [ევროკავშირს] უნდა შევთავაზოთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა შევასრულოთ. ვთქვი, რომ ევროპელები არჩევნებამდე დაგველოდებიან.

როგორი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა, ოღონდ 10 წელიწადში კი არა 3-6 თვეში რა უნდა გაკეთდეს, რომ ესენი მოვიშოროთ. რა უნდა გაკეთდეს კორუფციაზე, რომ გამოვიდეთ ჭაობიდან. როგორ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები. უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება. ეს ვერ იქნება მთლიანად თავისუფალი არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი ევროპაზე, სადაც მე კი ვირჩევ ჩემი გემოვნების მიხედვით ერთ თუ მეორე პოლუსს, მაგრამ რეალურად მე და პარტიებს არ ექნებათ საშუალება, რომ თავიანთი იდეოლოგია, ხედვა და პროგრამა ჩამოაყალიბონ. ერთი სამოქმედო გეგმა, რამდენიმე პარტია, რომელიც ერთმანეთში არ იქნება აზელილი, მაგრამ ერთი ძალიან სერიოზული პირობა საზოგადოების წინაშე, რომ ქოლგას, რომელიც მიჭირავს და არ გავუშვებ ხელს, რომ შეგიყვანთ ამ მოლაპარაკებების გზით იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია გაწევრიანება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა