ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვაჟა სირაძე - დაახლოებით 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას

ნახვები: 598 ვაჟა სირაძე - დაახლოებით 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას

30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდენენ პროვოკაციას. პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ - მოვუწოდებ მათ, აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.

"ზუსტი ციფრი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა