მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ლევან ხაბეიშვილი - ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა

ნახვები: 605 ლევან ხაბეიშვილი - ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა

ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში არის ადამიანი, რომელის ხელმძღვანელობითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეიქმნა და სწორედ მან უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი.

„აქ ზის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეს კანონი შეიქმნა და მიიღეს, შესაბამისად, ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია.

მე ვიცი, რომ მას ეშინია, ხომ თქვა მდინარაძემ, მე რომ გამოვიდე და რამე მომივისდეს, აბა, ახლა თავს ხო არ შევწირავო, ეშინიათ. მე მზად ვარ, ვაჟა [სირაძე] მოვიდა, არაფერი არ დამიშავებია, შევახსენე, რომ ქურდია და გაიქცა. მე მარტო ვარ, ვაჟას, რომ ველაპარაკე, არ შემიჭამია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ კვლავ მზად არის შეხვდეს კობახიძეს:

"ვაჟა სირაძემ თქვა, აბა წამოდი და შეგიყვანო, შენ მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? კი- მეთქი. წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა და იქ დადგა და ახლა ვერაო, არ გამოვაო. ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რაზეც ყველა ჩამოყალიბებულია - ეს არის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი წაიღონ უკან. მე მართლა მზად ვარ, პრემიერ-მინისტრს თუ არ ეშინია, ხილვები თუ არ აქვთ, არაფერს არ დავუშავებ. საუბარი მინდა ერთადერთ რამეზე, ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს, ასი ათასობით მოქალაქეს აყენებს ამ მდგომარეობაში და აპირისპირებს პოლიციასთან. ეს არ არის კარგი და ამიტომ ეს კანონი უნდა წაიღონ უკან. მაგრამ მათი ამოცანაა არეულობა. როგორც კი კორუფციაზე დავუწყე საუბარი ვაჟა სირაძეს და ფულზე- ის კანონს კი არ იცავს, მის ფულს იცავს, სირაძეც, გომელაურიც, კობახიძე - მაშინვე დატოვა ტერიტორია და გაიქცა ისიც. ალეკო ელისაშვილზეც ვკითხე და თქვა, რომ მას განვარიდებთო, მაგრამ ალეკოს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, ესეც დავინახეთ ყველამ, მაგრამ თქვეს არ ვაკავებთო, მაგრამ მატყუარა, აფერისტია, ვაჟა სირაძის სიტყვა დაიჯერება ამ ქვეყანაში, თუ კობახიძის?!", - აღნიშნა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა