ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება

ნახვები: 624 ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება

მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდგომ განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მისი გამოკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც აბსოლუტურად სტანდარტული, სრულიად ფორმალური პროცედურა გაიარა.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებაში დეტალურად გაარჩიეს ის კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცველები მასზე. მიუხედავად ამისა, დეპუტატის თქმით, 17 აპრილის აქციაზე მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირების ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.

„გამოკითხვა იყო, მაგრამ ჩვენება მივეცი პრინციპში. მათ ისედაც ჰქონდათ ის ექსკლუზიური კადრები. ძალიან სტანდარტული პროცედურა იყო. ძალიან გულმოდგინედ და აშკარად კვალიფიციური გამომძიებელი იყო, გოგონა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე მასთან პრეტენზია არ მექნება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მის დონეზე არ გადაწყდება. მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა, რეალურად და „ძაღლობის” წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება. შესაბამისად, აქ მოვედი აბსოლუტურად ფორმალურად. მიუხედავად ჩვენი რუსული ხელისუფლებისა, აქ მოვედი იმისთვის, რომ ჩემ საქართველოს ვცემ პატივს. კადრების გარჩევა იყო მაქსიმალურად, ეს კადრები გამომძიებელს ჰქონდა და არაერთხელ ჰქონდა ნანახი. კი, ამ კადრებზე დეტალურად ვისაუბრეთ. ზემოთ ეცდებიან ჩაფარცხონ ეს საქმე.(კადრებში) სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც დაგდებულს მირტყამენ, მათ შორის პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანი, რომელსაც მიზანმიმართულად მივყავარ და დროშის სადგარ, ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს. პირდაპირ ჩანან და მათი დაკითხვის გარეშე ანუ ისე უღმერთოდ ვერ ჩაფარცხავენ, რომ ისინი არ დაიბარონ. მაშინ მათი გამოძიება აბსოლუტურად სასაცილო იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია დეპუტატის მიმართ არსებულ ძალადობაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. ადვოკატის თქმით, გამოძიების წარმატებით წარმართვის შემთხვევაში ელოდებიან, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, ყველა იმ სამართალდამცველის მიმართ, რომლებმაც ელისაშვილზე ფიზიკურად იძალადეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა