ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანა ნაცვლიშვილი - კონტრაქციით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება

ნახვები: 599 ანა ნაცვლიშვილი - კონტრაქციით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება

ამ კონტრაქციებით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას ამ ფორმით აპირებს - „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საზოგადოებაში დანერგოს და გააღვივოს სიძულვილი, დაპირისპირება, მერე კი მართოს ის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო- სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყოფილა ხელისუფლების მიერ კონტრაქციების მოწყობის შემთხვევები, რომლის დასასრულიც ყველას ახსოვს.

„ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს. გვახსოვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხალხისთვის კონტრაქციის მოწყობა დაგეგმა ადგილობრივმა თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ. მათი დასასრულიც გვახსოვს. სწორედ ამ ფაზას ვუყურებთ ახლა ჩვენ. კიდევ ერთხელ, ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, საზოგადოებაში დანერგოს და გააღვივოს სიძულვილი, დაპირისპირება, მერე კი, მართოს დაყოფილი და დაპირისპირებული საზოგადოება, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში იმდენად ნათელი, პრინციპული და ერთიანია ახალი თაობა, რომ ძალიან მკაფიოდ ჩანს, სად არის და როგორია საქართველოს მომავალი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ კონტრაქციებით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას ამ ფორმით აპირებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ნათელია, ვისი ინტერესების სამსახურში ხარ, როდესაც ამბობ, რომ გააგრძელებ იმ გზას, რომელზეც ქვეყნის ყველა პარტნიორი გეუბნება, რომ ტაძართან არ მიგიყვანს.

„დღეს ძალიან მკაფიოა, რა დევს სასწორზე. ძალიან მკაფიოა არჩევანი - საქართველო ევროკავშირში თუ საქართველო უკან, რუსეთში. ამიტომ, იმ ადამიანების უდიდესი ნაწილიც კი, ვისზეც დღეს „ქართული ოცნებას“ კონტროლის გარკვეული ბერკეტები აქვს, სინამდვილეში ძალიან კარგად ხვდება, რომ აქ მარტივი და მკაფიო არჩევანია - საქართველო თუ რუსეთი. როდესაც შენი ქვეყნის ათიათასობით მოქალაქე, შენი ქვეყნის ყველა მეგობარი და პარტნიორი გეუბნება, რომ გზა, რომელსაც ხელისუფლება დაადგა, ტაძართან არ მიგვიყვანს, არ მიგვიყვანს იქ, სადაც ქართველ ხალხს სურს. სამწუხაროდ, ეს გზა დააბრუნებს ამ ქვეყანას რუსულ ჭაობში. როდესაც ამ დროს ჯიუტად ამბობ, რომ მაინც ამ გზას გააგრძელებ, უკვე ნათელია ვისი ინტერესების სამსახურში ხარ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს. აღნიშნული შეკრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა