ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ

ნახვები: 599 მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, ჩვენ ჩვეულებრივად მოვიქცეთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ამოცანა ამ ერთობისთვის ხელის შეწყობაა.

„ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, ჩვენ ჩვეულებრივად მოვიქცეთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად არ არის, მაგრამ ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა შეუძლია. ეს ყველას ესმის.

ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპარლამენტში პრესკონფერენცია, სადაც არის ზურაბ ჭიაბერაშვილი, დედაჩემი გიული [ალასანია[ და მას ასევე გვერდზე უდგანან ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტი ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, არა იმიტომ, რომ საქმე ჩემშია, [არამედ] საქმე არის პრინციპში, რომ პუტინს არ უნდა გაუვიდეს, რუსეთს არ უნდა გაუვიდეს. აქ არ უნდა არსებობდნენ სინდისის პატიმრები.

ჩემი ამოცანა დღეს არის როგორც არასდროს ამ ერთობისთვის ხელის შეწყობა. ყველანაირი პირადი ამბიცია მე გადავდე გვერდით, როდესაც საქართველოში ჩამოვედი. მე ვიცოდი, რაზე მივდიოდი. როგორც შემიძლია ვიღებ მონაწილეობას თქვენთან ერთად, გულით, სულით, ჩემი მომხრეების მობილიზაციით იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ და ეს ასეც მოხდება აუცილებლად,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა