ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული

ნახვები: 590 ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული

ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეას" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელშიც "ალტ ინფოა" გაერთიანებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 25 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური წერილით აცნობა,რომ მათ წარმოებაში აქვთ საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, შეაჩერა საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მპგ-ის „ქართული იდეა“ წარმომადგენელს აცნობა.

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს პარტიების რეგისტრაციის პროცედურები 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა აქვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, გაიაროს პროცედურა და მოიპოვოს აღნიშნული უფლება.

მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული იდეა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მომართა 17 აპრილს. მათ გადაეცათ მხარდამჭერების ბლანკის ფორმა და მხარდამჭერთა სიების წარმოდგენისთვის განესაზღვრათ ვადა მიმდინარე წლის 17 ივნისამდე.

25 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური წერილით აცნობა, რომ მათ წარმოებაში აქვთ საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, შეაჩერა საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აცნობა მპგ-ის „ქართული იდეა“ წარმომადგენელს.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცედურების შესახებ განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში გააკეთა და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მოუწოდა დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზოგადად საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებას და მათ შორის რეგისტრაციის პროცედურას ნებისმიერ დაინტერესებულ სუბიექტთან მიმართებაში ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა