ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს

ნახვები: 596 ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, მმართველი პარტია იყენებს რეპრესიულ მეთოდებს, რაც ნათლად აჩვენებს თუ რისთვის სჭირდება მას კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„იმ პირობებში, როდესაც ჯერ კანონპროექტია, კანონიც არ არის, რა მეთოდებსაც დღეს თქვენ იყენებთ, რეპრესიულ მეთოდებს, ეს აჩვენებს, რისთვის გჭირდებათ ეს კანონი. ეს არ არის საპარლამენტო განხილვა, არც დემოკრატიული განხილვა არ არის. გაძევება არ მჭირდება. მე პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ ამ დარბაზს. ძალიან კარგია, რომ ყველაფერი ოქმდება, იმიტომ, რომ საბრალდებო დასკვნას სახელმწიფოს ღალატისთვის დასჭირდება აქ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, საბრალდებო დასკვნებით სიარული „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია.

„სამარცხვინოა ეს განცხადება. სახელმწიფოს ვინც უღალატეთ, თქვენს გულებში ჩაიხედეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია საბრალდებო დასკვნით სიარული. თქვენი ნებით გადიხართ, მერე რომ არ თქვათ, რომ გამაძევესო“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა