ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა - ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში

ნახვები: 592 შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა - ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში

ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ქართველი იანუკოვიჩი უწოდა.

პაპუაშვილის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

„ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი. ნამდვილი. თქვენი ლიდერი არის ნამდვილი, თან უკრაინელიც არის. უკრაინელი ლიდერი გყავთ,“ - მიმართა პაპუაშვილმა ხაჯიშვილს.

ცნობისთვის, მანამდე, ენმ-ს დეპუტატმა უმრავლესობას მიმართა, რომ მათ მხოლოდ ქართველი იანუკოვიჩის, ბიძინა ივანიშვილის ესმით.

„რა აუცილებლობა არის, რომ თქვენ დღეს მიიღოთ „რუსული კანონი“? ამ კანონით ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში. რატომ არ გესმით არც ჩვენი ხალხის, არც ჩვენი მეგობრების და მარტო გესმით ბიძინა ივანიშვილის, ქართველი იანუკოვიჩს?,“ - განაცხადა ხაჯიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა