ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

"მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი თანამშრომლობა ჩიხში შევიდა" - ამირეჯიბმა იმედი დატოვა

ნახვები: 594 "მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი თანამშრომლობა ჩიხში შევიდა" - ამირეჯიბმა იმედი დატოვა

ტელეწამყვანმა ეკა ამირეჯიმა ტელეკომპანია იმედი დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

"მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა.

აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი, თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია. მიუღებელია! ნებისმიერი მხრიდან! ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო "გასამართლება-გამათრახებაზე" აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოც ქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია. ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს", - წერს ამირეჯიბი. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმედი კიდევ ორმა წამყვანმა დატოვა. საუბარია დილის გადაცემის წამყვანებზე, ნათია ორველაშვილსა და ზურა ბალანჩივაძეზე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა