ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კახა კალაძე პრეზიდენტზე - აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს

ნახვები: 593 კახა კალაძე პრეზიდენტზე - აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადებებიდან იკვეთება, რომ ის აკეთებს იმას, "რასაც ეტყვიან და დაავალებენ".

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებისას, პროცესს მაქსიმალურად გაწელავს.

„მისი განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც იქნება ვეტო დადებული, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, თუკი არსებობს რაიმე არგუმენტი თუ რატომ არ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და ითვალისწინებს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, წელიწადში ერთხელ, წარადგინონ დეკლარაციები. ეს რატომ უნდა იყოს ცუდი?! მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ და ალბათ ვეტოს ფარგლებშიც არ იქნება კონკრეტიკა.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვადებს, თუ როდის უნდა დაადოს ვეტო, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს. რასაც ეტყვიან, როგორც დაუწერენ შინაარს, იმას გააკეთებს, იმას იტყვის. ჩვენ მზად ვართ თუკი რაიმე იქნება არგუმენტირებული, საინტერესო, მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა