ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ნინო წილოსანი - საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში არ ჯდება

ნახვები: 594 ნინო წილოსანი - საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში არ ჯდება

საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში არ ჯდება - ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაზეც პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის აზრით, აქციას ძალადობრივი სახე აქვს მიღებული.

“ალბათ, ძალიან ადვილი მისახვედრია დრამატურგია, რომელიც აქციებთან დაკავშირებით ვითარდება. ფაქტობრივად გაწერილი სცენარი არის, რომელიც გულისხმობს, რომ ერთი დღე ეს აქციები უნდა იყოს ძალიან მშვიდობიანი, ამაღლებულ ნოტაზე, ლამაზი ფოტო-ვიდეო მასალა უნდა დაიდოს და ემოცია უნდა გამოიწვიოს ხალხში იმისთვის, რომ პროცესმა უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს და ადამიანებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ უბინძურეს საქმეში მონაწილეობენ, ხოლო მეორე დღეს, გრძელდება ძალადობრივი ქმედებები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც წილოსანი აცხადებს, დღეს დილიდან აქციის მონაწილეები სახელმწიფო ორგანოს მუშაობაში უშლიდნენ ხელს.

“საპარლამენტო მუშაობის ხელშეშლა არ ჯდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში. ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. არავის, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავებს არ აქვთ სურვილი, რომ რაიმე დაპირისპირება ან კონფლიქტი შეიქმნას აქციის მონაწილეებთან. ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც იყო ეს თხოვნა განხილული. აქციის მონაწილეების მხრიდან ვერ იქნა თავიდან არიდებული დაპირისპირების გამოწვევა იმიტომ, რომ მათი რეალური მიზანია, ეს დაპირისპირება ჩანდეს კადრში. ეს კადრები გავიდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ემოცია გამოიწვიოს და გარკვეულწილად, როგორც ქვეყანას, ასევე მთლიანად პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს“, - აღნიშნა წილოსანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ წყობიდან უნდა გამოიყვანონ პოლიცია და იმოქმედონ ფიზიკურად, არ არის ნორმალური და არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან.

“ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს. აქციას აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი ხასიათი. არ არსებობს შემთხვევა, როდესაც პოლიციელების მხრიდან პირიქით ყოფილიყო გადაკვეთილი ეს ზღვარი მას შემდეგ, რაც პირიქით, აქციის მონაწილეები ახდენენ პოლიციაზე თავდასხმას და შეურაცხყოფებს, როგორც ფიზიკურს, ასევე სიტყვიერს. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ერთვება თავდაცვის რეჟიმში პოლიცია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელიც მერამდენე კვირა გაუსაძლის პირობებში იცავს თავის უფლებამოსილებას, ქვეყანას, თავის სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებს და ამ ადამიანებს უწევთ მართლწესრიგის დაცვა ასეთ აუტანელ პირობებში, როდესაც მთელი ეს დაჯგუფებები მოქმედებენ ძალიან კარგად გაწერილი სცენარებით, რომელიც სახელმძღვანელოებად არის ფაქტობრივად ქცეული. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიდეო იყო გავრცელებული და არაერთი განცხადება, ყველა სხვა ადამიანის პოსტები იქნება ეს თუ ა.შ. რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ უნდა დაღალონ, უნდა გამოიყვანონ წყობიდან პოლიცია, იმოქმედონ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ რაღაც შეცდომა დააშვებინონ. ეს არ არის ნორმალური. ეს არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან. არ მგონია, რომ რომელიმე ახალგაზრდა, რომელიც კონკრეტულ პარტიულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, შეიძლება ერთვებოდეს პროცესებში და არ იაზრებდეს ძალიან ნეგატიურ მხარეს მთელი ამ აქციების,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა