ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

არმაზ ახვლედიანი - მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო - რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ მთავრობის გადადგომას

ნახვები: 618 არმაზ ახვლედიანი - მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო - რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ მთავრობის გადადგომას

ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში გაჯიუტებული ივანიშვილი პირადად აგებს პასუხს კონსტიტუციის უხეში დარღვევის, კრემლიდან მომდინარე უზარმაზარი საფრთხეების უპრეცედენტოდ გაძლიერების, ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიზაციის დაბლოკვის გამო, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ახლა ოპოზიციური ერთობის დროა და დაუყოვნებლივ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიქმნას.

„დადგა დრო, პატრიოტი მოქალაქეების, ჩვენი საამაყო სტუდენტების მტკიცე, უწყვეტ, გრანდიოზულ პროტესტს მხარი აუბას და სწორი სამართლებრივ-პოლიტიკური გეზი მისცეს ოპოზიციის ერთობამ.

მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, პარტიების ლიდერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სასწრაფოდ შეიმუშავებს და გააცნობს საზოგადოებას ქვეყნის უმწვავესი კრიზისიდან გამოყვანის, არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისა და დემოკრატიზაციის გეგმას.

უნდა შევთანხმდეთ, რომ: საბჭოს ყველა ნაბიჯი სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან;

საგანგებო საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტდება სამართლიანობის და თანაბრობის პრინციპით.

რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ არსებული მთავრობის გადადგომას და უახლოეს ერთ თვეში ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება უმაღლესი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის მქონე პირებისგან.

ტექნიკური მთავრობა პრიორიტეტულად იმუშავებს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების გადაუდებელ საკითხებზე.

საგანგებო საკოორდინაციო საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებს პროტესტში მონაწილე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და დასავლელ პარტნიორებთან.

საქართველოს კრემლის ჭაობიდან ამოყვანა და ევროპულ სახელმწიფოდ გადაქცევა ახლა თითოეული შეგნებული მოქალაქისა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ღირსების საქმეა!“, - წერს არმაზ ახვლედიანი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა