ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვახუშტი მენაბდე - ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს მთავრობას არსებული კანონის გაუქმებას

ნახვები: 597 ვახუშტი მენაბდე - ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს მთავრობას არსებული კანონის გაუქმებას

ვენეციის კომისიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რეკომენდაციებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა:

"გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრებები კანონზე. შემაჯამებელი დასკვნები ასეთია:

  1. კანონი პარლამენტმა მიიღო პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა ადგილს რეალური განხილვისა და არსებითი დიალოგისთვის. მან უგულებელყო ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილი. კანონის მიღების პროცედურა არ აკმაყოფილებდა დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტს;
  2. კანონის მუხლები შეუთავსებელია თანასწორობის, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებთან. ის არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს;
  3. უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად სახელდება, რეგისტრაციისა და ანგარიშგების რთული პროცედურები ძირს უთხრის ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობას, სანდოობასა და ეფექტიან ფუნციონირებას;
  4. კანონი შეიცავს რისკს გააჩუმოს ის ორგანიზაციები და მედიები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ;
  5. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რეგისტრაციაზე, რეპორტინგის სისტემაზე, მონაცემების საჯაროდ გამჟღავნებასა და ჯარიმებზე. არ არსებობს დამაჯერებელი ახსნა, რატომ არ არის საკმარისი საქართველოს კანონმდებლობაში აქამდე არსებული მექანიზმები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაშიც კი თუ გაჩნდება ასეთი არგუმენტები, ხელისუფლებამ უკვე არსებულ კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს ცვლილებები. ცვლილებები უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

საბოლოოდ, ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს მთავრობას არსებული კანონის გაუქმებას", - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა