ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პოლიციელები სვანეთში მოქალაქეს 23 წლის გოგოს მოტაცებაში დაეხმარნენ | საგამოძიებო

ნახვები: 600 პოლიციელები სვანეთში მოქალაქეს 23 წლის გოგოს მოტაცებაში დაეხმარნენ | საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2 ინსპექტორის დახმარებით, დაზარალებული ქალი იძულებით ა/მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა გატაცების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რის შემდეგაც 2024 წლის 25 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის ორივე თანამშრომელი, ხოლო მოქალაქე მ.კ. დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ." ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულებს ბრალდება 48 საათში წარედგინება. 
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა