ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

3 დაღუპული, 40-მდე დაშავებული და 11 დაკარგული - ხარკოვის სავაჭრო ცენტრზე, რუსების თავდასხმის შედეგები

ნახვები: 600 3 დაღუპული, 40-მდე დაშავებული და 11 დაკარგული - ხარკოვის სავაჭრო ცენტრზე, რუსების თავდასხმის შედეგები

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, სამშენებლო ჰიპერმარკეტზე რუსული ძალების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 38.

სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს ვიზიტორებისა და თანამშრომლების დროული ევაკუაციისთვის.

"თუმცა, განგაშის სიგნალიდან რამდენიმე წუთში შენობის ცენტრალურ ნაწილზე ორი დარტყმა მოხდა. თავდასხმის შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი", - განმარტავენ კომპანიაში.

დაღუპულებს შორის, ორი სწორედ სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია, ხოლო 11 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ და ვერც უკავშირდებიან. 

ხარკოვის საოლქო პროკურატურამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც თავდასხმის მომენტს ასახავს.

შეგახსენებთ, 25 მაისს, ნაშუადღევს რუსული არმია თავს დაესხა ხარკოვის სამშენებლო ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრეებმა რამდენიმე საათში შეძლეს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა