კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიუ-იორკში, ეპისკოპალურ ანგლიკანურ ეკლესიაში, წირვა ქართულ ენაზე ჩატარდა

ნახვები: 3663 ნიუ-იორკში, ეპისკოპალურ ანგლიკანურ ეკლესიაში, წირვა ქართულ ენაზე ჩატარდა

ნიუ-იორკში, ეპისკოპალურ ანგლიკანურ ეკლესიაში - All Saints Episcopal Church- წირვა ქართულ ენაზე ჩატარდა.

წირვას ქართული ემიგრაციის ასამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში, ეპისკოპალურ ანგლიკანურ ეკლესიაში, წირვა ქართულ ენაზე ჩატარდა.

ეკლესიის წინამძღვარი, მამა სტივენი, წირვას ქართულად უძღვებოდა. წირვაზე მსახურებდა დავით მიხეილ შუბლაძე და სტიქაროსნები - გიორგი სტეფნაძე, თინა მახარაძე, არჩილ ფერი და გიორგი ნათელაშვილი.

წირვაზე გალობაც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

წირვის შემდეგ გაიმართა ქართული მრავალხმიანობის კონცერტი და საზეიმო მიღება ქართული სუფრით.

როგორც „ნეიშენ ჯორჯიას“ ქართული სამრევლოს წარმომადგენლებმა განუცხადეს, წირვის ქართულ ენაზე ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის პროტესტანტულ-ანგლიკანური ეკლესიის ქართველ მრევლის და კერძოდ, დავით მიხეილ შუბლაძე. მხარდამჭერია ბრუკლინში ეპისკოპალური ეკლესია - წმინდა ეკლესია (All Saints Episcopal Church) და მისი წინამძღვარი მამა სტივენი.

მამა სტივენს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. მცირედად ფლობს ქართულ ენას და საქართველოშიც არის ნამყოფი.

მამა სტივენი დიდი ენთუზიაზმით უთმობს საეკლესიო სივრცეს ქართველ ემიგრანტებს.

 

საეკლესიო სივრცეს ქართული ემიგრაცია თვეში ერთხელ იყენებს შეკრებებისთვის და ქართველი ემიგრანტების წინაშე მდგარ საკითხებზე და საჭიროებებზე სამსჯელოდ.

შეკრებების შემდეგ იმართება ქართული კულტურული და კულინარიული ღონისძიებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა