ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

USAID-ის ხელმძღვანელი - „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, პარლამენტი აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის

ნახვები: 600 USAID-ის ხელმძღვანელი - „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, პარლამენტი აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის

საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის, - ასე გამოეხმაურა USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

"ჩვენ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ“, - წერს სამანტა პაუერი X-ზე.

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა