ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 590 საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს

საქართველოში სომხეთის საელჩო, აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2024 წლის 6 ივნისს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

„სომხეთის რესპუბლიკას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები არც ერთი მეზობლის მიმართ, მათ შორის - აზერბაიჯანის.

სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია და მასში შეტანილი ცვლილებები სომხეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეა და ოფიციალური ბაქოს მცდელობა ჩაერიოს ამის ირგვლივ 2018 წელს დაწყებულ სომხეთის შიდა დისკუსიებში, მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად.

ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ასეთი საუბარი ტორპედირებს სამშვიდობო პროცესს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის გულწრფელობას - მიაღწიოს მშვიდობას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებული სამშვიდობო შეთანხმება ნათლად ადგენს, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ. სამშვიდობო შეთანხმების პროექტში არსებობს ასევე დებულება იმის შესახებ, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია მიმართოს მის შიდა კანონმდებლობას სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

შეთანხმების ხელმოწერით და შიდა პროცედურებით რატიფიცირებით საბოლოოდ მოხდება ამ პრინციპების დამტკიცება.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მხარეთა ყველა შეშფოთების გასაქარწყლებლად ყველაზე მკაფიო და პირდაპირი გზა არის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც გახსნის გრძელვადიანი მშვიდობის გვერდს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება საკმარისად მომწიფებულია ხელმოწერისთვის და სომხური მხარე გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციულად და ინტენსიურად იმუშაოს, რათა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მას მიეცეს საბოლო სახე და ხელი მოეწეროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა