ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ნიკო მანაგაძე: ჩემი მშობლები, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიმართ კონფორმისტულ პოზიციაში არიან

ნახვები: 593 ნიკო მანაგაძე: ჩემი მშობლები, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიმართ კონფორმისტულ პოზიციაში არიან

აქტივისტი ნიკო მანაგაძე სამთავრობო მედიებში დედის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ მას და მის ძმას მშობლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

სამთავრობო მედიებმა ნიკო მანაგაძის დედა, ვიკა წიტაიშვილი ჩაწერეს და მისი განცხადებები აქტივისტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისთვის გამოიყენეს. ინტერვიუს კონტექსტი ისაა, რომ თითქოს მანაგაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შეცდომაშია შეყვანილი.

ფორმულასთან ნიკო მანაგაძე აღნიშნავს, რომ დედამისი ინტერვიუ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი:

"ეს არის რაღაცნაირად თაობათა ბრძოლა, რასაც ვეძახით იმიტომ, რომ მე ჩემი უფროსი ძმა ერთ პოზიციაზე ვართ, რასაც ვეძახით ისტორიის სწორ მხარეს დგომას. ჩემი მშობლები, სამწუხაროდ, კონფორმისტულ პოზიციაში იმყოფებიან ხელისუფლების მიმართ. ამ მოცემულობაში ჩემზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო რთულია მორალურად ასეთი მაამებლური პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიასთან განსაკუთრებით. თავიდან საკუთარ პოზიციას დედაჩემი იმით ხსნიდა, რომ სურდა დაეცვა და რაღაცნაირად შეერბილებინა ხელისუფლების ხისტი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ამ თავდასხმა ველოდით. ახლაც ამბობს, რომ სულ სხვა თემაზე, სულ სხვა მიმართულებით ისმებოდა კითხვები მედიის მხრიდან და უკმაყოფილოა, აპროტესტებს, რომ სხვანაირად გამოიყენა ეს სამთავრობო მედიამ იმის მიუხედავად, რომ მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული ჩემთვის მიუღებელი პოზიცია", - აღნიშნავს აქტივისტი.

აქტივისტი და სტუდენტი ნიკო მანაგაძე ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს. ის უკვე რამდენიმე კვირაა თსუ-ში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად საპროტესტო აქციებს აწყობს. 

7 ივნისს თსუ-სთან მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას რამდენიმე უცნობი პირი ლექციიდან გამოსვლის დროს დაესხა თავს. მოძალადეები ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა კამერებმა მათი დაფიქსირება მოახერხა.

ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა