ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კობახიძემ ღარიბაშვილის ცოლის ძმას ჰესების ბიზნესისთვის სახელმწიფოს მიწა გადასცა

ნახვები: 598 კობახიძემ ღარიბაშვილის ცოლის ძმას ჰესების ბიზნესისთვის სახელმწიფოს მიწა გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაშავერას ხეობაში მიწები, ნახევარი საუკუნით ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმის კომპანიას გადასცა. დოკუმენტი 23 აპრილით თარიღდება, ირკვევა, რომ 11 ჰექტარზე მეტ ფართობზე, ლექსო თამაზაშვილმა და მისმა პარტნიორებმა ჰიდროელექტროსადგური უნდა ააშენონ.

როგორც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, კობახიძემ, ღარიბაშვილის ცოლის ძმას, ჰესისთვის მიწები, რაიონის 5 სოფელში 49 წლით ისე გადასცა, რომ დმანისელების აზრი არ უკითხავს. 

ირკვევა ისიც, რომ ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჰესების მშენებელ კომპანიას დმანისის 5 სოფელში ტერიტორიები მისცა, მეორე დღეს კი ამ ტერიტორიის მეწილე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა გახდა. 

  • უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 23 აპრილს ირაკლი კობახიძე ერთმანეთის მიყოლებით გამოსცემს 3 განკარგულებას და მაშვერას ხეობაში 112 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას, ნახევარი საუკუნით კომპანია ,,მომავლის ენერგიებს აძლევს. კობახიძის ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, მეორე დღეს, კომპანია მომავლის ენერგიებში ლექსო თამაზაშვილი წილის მფლობელი ხდება. 

ჩნდება ლოგიკური კითხვა - ეს ბიზნესგარიგება ხომ არ იყო, მიწების მიზერულ ფასად გადაცემის სანაცვლოდ მიღებული ჯილდო?! თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ საქმე უბრალო დამთხვევასთან გვაქვს და ამ ნაწილში მას სიტყვაზე უნდა ვენდოთ, თუმცა ფაქტია, რომ ექსპრემიერის ცოლისძმა აქამდე ჰესების ბიზნესით დაინტერესებული არ ყოფილა და არც ,,მომავლის ენერგიებთან’’ ჰქონია კავშირი.  

მოქმედი პრემიერის მიერ, მისი წინამორბედის ცოლისძმის სასარგებლოდ ხელმოწერილ განკარგულებებში ხაზგასმით წერია, რომ მაშავერას ხეობაში 3 ჰესის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი, 2022 წლის 9 მარტს მოეწერა. ხელმომწერი მხარეები - შპს ,,მომავლის ენერგიები’’და საქართველოს მთავრობა არიან. მთავრობის მეთაური ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

tv pirveli

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა