ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლილე ლიპარტელიანი - ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები

ნახვები: 597 ლილე ლიპარტელიანი - ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები

ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები. შედეგად თბილისის და მცხეთის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ზედამხედველობის ბერკეტი დაკარგა და GWP-მა წყლის რეზერვუარები სხვადასხვა დროს გაასხვისა.

„2008 წლის 14 მაისს შპს “ ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა” შეისყიდა შპს "რუსთავწყალკანალის", შპს "საქწყალკანალის", შპს "მცხეთაწყალკანალის" და შპს "თბილისის წყლის" 100% წილი. ნასყიდობის სანაცვლოდ შპს "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა" ხელშეკრულებით 220 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აიღო. კერძოდ, თბილისის (მათ შორის შემოერთებულ სოფლებში) და მცხეთის უწყვეტად 24 საათის განმავლობაში, წყლით მომარაგების; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კანალიზაციის მტკვარში ჩადინების აღმოფხვრის, გარდაბნის საკანალიზაციო სისტემის განახლების და მოდერნიზაციის და ა. შ.

2019 წლის 15 აპრილს შედგა ოთხმხრივი შეთანხმება; "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს" ვალდებულებები ჩაეთვალა შესრულებულად ისე, რომ რიგი ვალდებულებებისა შესრულებული ახლაც არ არის. 2008 წლის 14 მაისს დადებული ხელშეკრულება შეწყდა და ხელშეკრულების შეწყვეტას ხელს აწერს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს დირექტორი გიორგი დუგლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზის" მხრიდან, რომლის ერთადერთი აქციონერი არის საქართველოს კაპიტალი, დირექტორთა საბჭოს, (დირექტორები ირაკლი გილაური, ეკატერინა შავგულიძე, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, გიორგი ვახტანგიშვილი) გადაწყვეტილებით ერთ-ერთი დირექტორი ავთანდილ ნამიჩეიშვილი.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოხდა GWP-ის ქონების გასხვისება:

ბარნოვის 1 ჩიხი 10 (სატუმბი სადგური, რეზერვუარი) -2229 კვ მეტრი, გაიყიდა 2019 წელს და მშენებლობის ნებართვაა გაცემული;

ლოტკინზე (რეზერვუარი)-15856 კვ მეტრი გაიყიდა 2020 წელს;

წყნეთი ახალდაბას ქუჩა ( რეზერვუარი)-1770 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;

წყნეთის გზაზე ეკლესიასთან( რეზერვუარი)-3185 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;

კრწანისის ქუჩის ბოლოს (რეზერვუარი)-4108 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;

ოქროყანა სამთავრობო აგარაკების მიმდებარედ-448 კვ მეტრი, გაიყიდა 2020 წელს;

ტაშკენტის ქუჩის ბოლოში-3683 კვ მეტრი, გაიყიდა 2020 წელს და ა.შ.

ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი, შედეგი სახეზეა: თბილისს და მცხეთას ორი დღეა წყალი არ მიეწოდება, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა