ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ალექსანდრე დარახველიძე - მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა რთული პროცესებისა და აქციების მართვა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

ნახვები: 603 ალექსანდრე დარახველიძე - მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა რთული პროცესებისა და აქციების მართვა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა - იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის "გაშავებას" ისახავს მიზნად, მიუღებელია.

“მე ერთ რამეს ვიტყვი და საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის [ზვიად ხარაზიშვილის] მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია. ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს ახორციელებენ, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, ისინი იცავენ საოკუპაციო ხაზთან, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ეს მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის "გაშავებას" ისახავს მიზნად, მიუღებელია.

ჩვენ კონკრეტულ ჭორებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ. თუ კონკრეტული ინფორმაცია იქნება, ბუნებრივია, რეაქციაც შესაბამისი მოჰყვება”, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა