ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევრო 2024 | უკრაინამ სლოვაკეთი

ნახვები: 614 ევრო 2024 | უკრაინამ სლოვაკეთი

ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს უკრაინისა და სლოვაკეთი ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმის დასაწყისშივე გაშვებული გოლის მიუხედავად, უკრაინელებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს, ორი გოლი გაიტანეს და ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს – 2:1.

  • სლოვაკმა ფეხბურთელმა, ივან შრანცმა ევრო 2024-ზე მეორე გოლი გაიტანა. მან ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიის ნაკრების კარი აიღო.
  • ლუკაშ ჰარასლინი სლოვაკეთის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 7 საგოლე მოქმედებაში იყო ჩართული, მან 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
  • უკრაინის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ მე-13 შეხვედრაა, რაც გოლს უშვებს.

17′ წუთი. სლოვაკეთის ნაკრების შეტევა ივან შრანცმა გოლად აქცია და უკრაინელები, რომლებმაც ჯგუფში პირველი შეხვედრა (vs რუმინეთი 0:3) დათმეს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – 1:0 სლოვაკეთის სასარგებლოდ.

54′ წუთი. მეორე ტაიმი უკრაინილებმა უკეთ დაიწყეს და გოლიც მალევე გაიტანეს. ზინჩენკოს პასით შაპარენკომ ისარგებლა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

80′ წუთი. შაპარანეკომ ამჯერად ასისტი მიითვალა. გოლი კი იარემჩუკმა გაიტანა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

ამგვარად, უკრაინას, სლოვაკეთსა და რუმინეთს თითო-თითო მოგება აქვთ, E ჯგუფის ფავორიტ ბელგიას კი ჯეჯერობით ქულაც არ მოუპოვებია.

 
1tv.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა