ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ევრო 2024 | ბელგიის ნაკრებმა რუმინეთი 2:0 დაამარცხა

ნახვები: 601 ევრო 2024 | ბელგიის ნაკრებმა რუმინეთი 2:0 დაამარცხა

ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური E ჯგუფის მატჩით დასრულდა, რომელშიც ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი 2:0 დაამარცხა.

ფაქტები

  • იური ტილემანსის მიერ 73-ე წამზე გატანილი გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ყველაზე სწრაფია. ბაირამი (ევრო 2024, 23-ე წამი), კირიჩენკო (ევრო 2004, 67-ე წამი).
  • ბელგიელმა დოდი ლუკებაკიომ მატჩის 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრას უკრაინასთან გამოტოვებს.
  • ბელგიელთა გოლის შემდეგ ევრო 2024-ზე ყველა გუნდს მეტოქის კარში, მინიმუმ, ერთი გოლი აქვს გატანილი.

2′ წუთი. რომელუ ლუკაკუს გადაცემით ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებისთვის პირველი გოლი იური ტილემანსმა საჯარიმოს გარედან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ყველაზე სწრაფი იყო ამ ქვეყნის საფეხბურთო გუნდისთვის დიდ ტურნირებზე.

 

 

64′ წუთი. რომელუ ლუკაკუმ ამ ჩემპიონატზე მესამედაც გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ბელგიის ნაკრების თავდამსხმელისთვის ევრო 2024-ზე ეს მესამე გაუქმებული გოლი იყო.

80′ წუთი. ბელგიის ნაკრების კაპიტანმა, კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელისთვის ეს ევრო 2024-ზე პირველი გოლია.

 

E ჯგუფში ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს 3 ქულა აქვს. პირველ ადგილზე რუმინეთი დარჩა, მეორეზე ბელგიაა, მესამე ადგილს სლოვაკეთი იკავებს, ხოლო მეოთხეს – უკრაინა. მესამე ტურში ბელგიელთა მეტოქე უკრაინა იქნება, ხოლო რუმინეთი სლოვაკეთს დაუპირისპირდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა