ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ევრო 2024 | შოტლანდია - უნგრეთი 0:1

ნახვები: 592 ევრო 2024 | შოტლანდია - უნგრეთი 0:1

ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტური დაიწყო. შტუტგარტში ჩატარებულ A ჯგუფის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრებმა შოტლანდია მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე დაამარცხა, რის შემდეგაც ბრიტანელები ტურნირს გამოეთიშნენ – 0:1.

ფაქტები

  • შოტლანდიელებმა მატჩის პირველ ტაიმში 200-ზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულეს. ეს მათთვის დიდ ტურნირებზე საუკეთესო შედეგია 1982 წლის მუნდიალზე ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ (216).
  • შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველის, ჯონ მაკგინის წინააღმდეგ ევრო 2024-ზე ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ.
  • ევრო 2024-ზე 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ ვერ დაარტყა. ორივე შემთხვევაში ეს გუნდი შოტლანდია იყო. სტივ კლარკის გუნდმა ჯერ გერმანიას ვერ დაურტყა, ახლა კი – უნგრეთს.
  • უნგრელებმა გამარჯვების გოლი შეხვედრაში მე-100 წუთზე გაიტანეს (90+10).

90+10′ წუთი. შეხვედრაში ერთადერთი გოლი, რომელმაც უნგრეთის ნაკრებს პლეი ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა, უკანასკნელ წამებზე მოედანზე 86-ე წუთზე შესულმა ჩობოტმა გაიტანა.

A ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზე გერმანია გავიდა, რომელიც 29 ივნისს 1/8-ფინალური ეტაპის მატჩს დორტმუნდში C ჯგუფის მეორეადგილოსანთან გამართავს.

მეორე ადგილზე შვეიცარია დარჩა. იაკინის გაწვრთნილი ნაკრები B ჯგუფში მეორეზე გასულს 29 ივნისს ბერლინში დაუპირისპირდება. რაც შეეხება უნგრეთს, ეს გუნდი სხვა ჯგუფების შედეგებს დაელოდება და ამის შემდეგ გაირკვევა, მოხვდება თუ არა 3 ქულით ევრო 2024-ის პლეი ოფში. მეოთხე ადგილზე გასული შოტლანდიისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია.

 

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა