ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ევრო 2024 | იტალია - ხორვატია 1:1

ნახვები: 600 ევრო 2024 | იტალია - ხორვატია 1:1

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და ცხრა ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

ფაქტები

  • 1990 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ხორვატიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, იტალიასთან არ წაუგია. ამ გუნდებს შორის ევრო 2024-მდე 9 მატჩი ჩატარდა, 3 ხორვატიამ მოიგო, 6 ფრედ დასრულდა.
  • მას მერე, რაც ევროპის ჩემპიონატებზე ჯგუფური ეტაპები შემოიღეს (1980), იტალიას ბოლო ტურში ჯგუფის 9 მატჩიდან ერთადერთი ჰქონდა წაგებული – 2016 წელს, ირლანდიასთან.
  • ლუკა მოდრიჩისთვის  ეს ევროპის ჩემპიონატებზე მე-13 მატჩია. მასზე მეტი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს და პეპეს აქვთ ნათამაშები.
  • მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გაუტანია. ის იტალიასთან მატჩში 38 წლისა და 289 დღის იყო.

ბოლო ტურის წინ ხორვატიის ნაკრებს ერთი ქულა ჰქონდა, იტალიას – 3. შესაბამისად, ფრე არცერთი გუნდისთვის იყო მისაღები. პირველმა ტაიმმა ორივე გუნდის შეტევებში ჩაიარა, თუმცა ერთ მხარეს – დონარუმა, მეორეს ლივაკოვიჩი ყოჩაღობდა. საწყისი 45 წუთიც უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა, კარგი მომენტები ჰქონდა იტალიას, თუმცა გოლი მაინც ხორვატიამ გაიტანა. 54-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა ვერ გამოიყენა პენალტი (დონარუმამ აუღო), თუმცა ზუსტად ერთ წუთში იმავე მოდრიჩმა გატანა მაინც მოახერხა და ხორვატია 1:0 დააწინაურა.

მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიამ ბოლომდე იბრძოლა და მერვედფინალთან ხელის ერთ გაწვდენაზე იყო, საფეხბურთო ფორტუნამ იტალია მაინც არ გაწირა – მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე, ძაკანის ეფექტური დარტყმის შემდეგ ბურთი ლივაკოვიჩის კარში აღმოჩნდა და – 1:1.

იტალიის ნაკრები მეორე ადგილით ჯგუფიდან მაინც გავიდა. პირველი ესპანეთია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა