ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რომან გოცირიძე - საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია

ნახვები: 598 რომან გოცირიძე - საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია

საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია - დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა, - აღნიშნული შეფასება დღეს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი “მავნებელი ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრებაა“.

“ფაქტობრივად, თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს - თავდაცვის მიმართულებითაც კი ჩერდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება იყო. ასევე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სამხედრო სფეროში დაფინანსებას წყვეტს. მსგავს გადაწყვეტილებას, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს. ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი!

მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს იმას, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და ფაქტობრივად, დასავლეთის მოწინააღმდეგე და რუსეთის მოკავშირე გახდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა