თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ზურაბ ჯაფარიძე - გერმანიის ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი

10.07.2024 ნახვები: 590

გერმანიის ელჩმა კონფერენციაზე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი არის გაჩერებული, -ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის წევრები სამი სხვადასხვა პარტიიდან, მათგან ორი არის მმართველი კოალიციის წევრი პარტია და ერთი კი, ოპოზიციური პარტია.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, საუბარი ეხება ევროკავშირის გაფართოების საკითხებს და ამ მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„კონფერენცია გერმანიის ელჩის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, სადაც განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი არის გაჩერებული. ეს გზავნილი, რატომღაც არ მივიდა მოსახლობის მნიშვნელოვან ნაწილამდე იმის გამო, რომ რაღაცნაირად ჩაიყლაპა, წაიღო ინტერესი ფეხბურთმა და ევროპის ჩემპიონატმა, მაგრამ ხაზგასმით თქვა, რომ დამთავრდა, დასრულდაო. ამ წუთის მდგომარეობით, საქართველო აღარ მიდის ევროკავშირისკენ, ეს პროცესი არის გაჩერებული და ვერ განახლდება, სანამ არ მოხდება რუსული კანონის უკან წაღება და საქართველო არ შეასრულებს იმ 9 პუნქტს, რომელიც დაწესებულია ევროკავშირის მიერ. ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი და იმედი, რომ მისი შვილები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა