ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თამარ კორძაია - ჩვენი ერთიანობა გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად

ნახვები: 593 თამარ კორძაია - ჩვენი ერთიანობა გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად

ჩვენი ერთიანობა მუდმივად გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად - ეს პირობა ასევე დევს დეკლარაციაში, რომელიც გაფორმდა ოპოზიციური პარტიების მიერ და ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ამას მოაწერს ხელს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას მოიპოვებს, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას საარჩევნოდ გრძელვადიან საერთაშორისო მისიებზე და აღნიშნა, რომ მათი ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„გრძელვადიანი საერთაშორისო მისიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მძიმე რეალობაში, როდესაც სახელისუფლებო პროპაგანდის ხმაურში გვიწევს, რომ გზა გავიკვლიოთ. გვაქვს კომუნიკაცია IRI-სთანაც და NDI-სთანაც და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის და მისი შემდგომი დღეების ობიექტურ შეფასებაში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა